მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აგროდაზღვევის პროგრამით უკვე 5000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

აგროდაზღვევა სამწლიანი ხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.

„დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. ჩვენი სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა უკვე გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი საწვავის ტალონი. დღეისათვის, საწვავის საბაზრო ფასი 1.90 -2.06 ლარის ფარგლებშია. აგროდიზელის პროგრამის საშუალებით, ფერმერები საბაზრო ფასთან შედარებით, დაახლოებით, 1 ლარამდე შეღავათს იღებენ „სოკარის“ საბითუმო ბაზებსა და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შესყიდვისას. აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში, საწვავის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენისას, 1 ლიტრის ფასი 1.16 ლარია, ხოლო საბითუმო ბაზებიდან შესყიდვის შემთხვევაში, რაც 1 500 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, საწვავის ფასი - 1.07 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, აგროდიზელის პროგრამა მომავალ წლებშიც განხორციელდება.