ეკონომიკა

აკაკი საღირაშვილი: ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით

ჩვენი მიზანია, ციფრულ
ეპოქაში საქართველო
ღირსეულად იყოს
წარმოდგენილი საჭირო
სერვისებითა და
ინფრასტრუქტურით“
1606898514
დაკოპირებულია

„ინტერნეტმმართველობის  ფორუმი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობებს, დარგის ექსპერტებთან ერთად, ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ინტერნეტის სფეროში არსებულ პრობლემურ გამოწვევებს და რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ციფრულ საუკუნეში საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომელმაც  დღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი - GeoIGF 2020 მისასალმებელი სიტყვით გახსნა. 

მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), ICANN და RIPE NCC-ს. ორდღიანი ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინტერნეტსაზოგადოება ISOC Georgia-ს და კომუნიკაციების კომისიის მასპინძლობითა და თანაორგანიზებით იმართება.

აკაკი საღირაშვილის განცხადებით, პანდემიამ ხაზგასმით აჩვენა მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტის განვითარება და წვდომა ინტერნეტით განათლების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე.

„ერთი მხრივ, ჩვენი მიზანია, რომ ინტერნეტი იყოს ღია და ამავდროულად ცხადია, დაცული. თუმცა, როდესაც ინტერნეტის ღიაობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონალური მონაცემების დაცვის კომპონენტები, ადამიანის უფლებები ამ სივრცეში, კიბერუსაფრთხოების ასპექტები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და გამოწვევაა. ეს ფორუმი ამ გამოწვევებზე მსჯელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა და კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის კარგი პლატფორმაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა.

„ამ მიზნით დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს საპილოტე რეგიონში და მსოფლიო ბანკთან მიღწეული შეთანხმებით, უკვე მომავალი წლიდან ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებისთვის - შემუშავებულია 2020-25 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რასაც ასევე ვახორციელებთ“, - განაცხადა საღირაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტმმართველობის ფორუმზე, რომელიც 2-3 დეკემბერს იმართება, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები, ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, მომხმარებლის კიბერმზაობა, ზედა დონის დომენური სახელის .GE გამოწვევები და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა COVID-19 - ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს.

ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად.

200-ლარიანი დახმარება

200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხა...

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება თანხის გაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

1610735784

ხვალ, 16 იანვარს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას გამართავს. 

1610733341

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

1610731994

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მიიღოს. 

1610728619
საქართველოს პოლიტოლოგთა
ასოციაციის ხელმძღვანელი

„ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთა...

„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს სამუშაო...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„კომპანიები სარგებლის მიღების მიზნით, თა...

პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიები თანამშრომლებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურიდან, რათა მათ სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ და ბიუჯეტი დაზოგონ.  ირაკლი პეტრიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს რეაგირებას სთხოვს. 

1610718119
ადამიანებმა, რომელთაც კორონავირუსი დაამა...

ექსპერტების თქმით, ინფიცირებული ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაცულები იქნებიან რეინფექციისგან, თუმცა  დაავადებულებს შეუძლიათ ვირუსის ტარება ცხვირ-ხახაში და ამიტომ ისინი  წარმოადგენენ სხვა ადამიანებისთვის ინფიცირების რისკს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.