მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამბროლაურის აეროპორტის თანამშრომლებს ახალი გაიდლაინები გააცნეს

ამბროლაურის აეროპორტი

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ ამბროლაურის აეროპორტის თანამშრომლებს საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნებული გაიდლაინები გააცნო.

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, როგორც მგზავრებმა, ისე აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა უნდა დაიცვან ის აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც საავიაციო სფეროსთვის დაწესდა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. სპეციალური მოთხოვნები და რეკომენდაციები შემუშავდა ადგილობრივი აეროპორტებისთვისაც.

,,ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებაში მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. საერთაშორისო აეროპორტების გარდა, ჩვენს ადგილობრივ დამსვენებლებსა, თუ საერთაშორისო მოგზაურებს სრულ მზადყოფნაში უნდა დახვდეს რაჭისა და სვანეთის აეროპორტებიც. მოთხოვნები ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტებისთვისაც უცვლელია: მთავარი მოთხოვნა აქაც მეტრნახევრიანი სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის პირბადის ტარება იქნება,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.