მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კონსორციუმი იმედს გამოთქვამს, რომ მაიკ პომპეო პორტის პროექტის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE კონსორციუმის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები მიესალმებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში და ელიან, რომ სახელმწიფო მდივანი და აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამოხატავენ საქართველოს მთავრობის წინაშე ანაკლიის პორტის პროექტისადმი მათ განგრძობად მხარდაჭერას.

სულ რაღაც შარშან (2019 წლის 11 ივნისს) სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოხატა ანაკლიის პორტის პროექტისადმი ძლიერი მხარდაჭერა, მაშინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს, როდესაც მან განუცხადა პრესას:

„მე გავუზიარე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს. ეს და სხვა პროექტები გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და შეაკავებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის მავნე ზეგავლენას საქართველოზე. ამ ვითომ მეგობრებს არ აქვთ გულში ჩადებული საქართველოს საუკეთესო ინტერესები.”

სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დრო და მიზანი იწვევს საქართველოს მთავრობის მხრიდან, ანაკლიაში მსოფლიო დონის პორტის განვითარების ვითომ მხარდაჭერის გადახედვის საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გამოხატა ეს მხარდაჭერა უშუალოდ სახელმწიფო მდივნის პომპეოს და აშშ-ს ელჩის დეგნანის წინაშე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის მხარდაჭერა იყო ცარიელი სიტყვები.

საქართველოს მთავრობის ორპირმა და უკანონო ქმედებებმა, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, მიაყინა მნიშვნელოვანი ზიანი მის ამერიკელ, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს და სამწუხაროდ, მიგვიყვანა საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებამდე საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს სახელმწიფოსთვის და დააფრთხობს საქართველოში ინვესტიციით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს, მაშინ, როცა ეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.

ანაკლიის პროექტის მიღმა, ამჟამინდელი მთავრობის ბოლო ერთი წლის მოქმედებები ცალსახად ბადებს კითხვებს მის მზაობასთან დაკავშირებით, გაატაროს მნიშვნელოვანი სასამართლო და სამთავრობო რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების ზრდის და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

ჩვენ ვუსურვებთ სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში მისი ვიზიტის და მთავრობასთან შეხვედრის განმავლობაში წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის პროექტის განხორციელების ხელშეკრულება ოფიციალურად მიმდინარე წლის 9 იანვარს შეწყდა.

👉 მთავრობის განმარტებით, კონსორციუმმა დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

👉 29 ივლისს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა.

👉 მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის ახალ ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

👉 თურნავა: „ანაკლიის კონსორციუმი“ ახალი ინვესტორის მოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს

👉 მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად