ეკონომიკა

ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად 1.42 მილიარდი ლარია გათვალისწინებული

პენსია
1606805013
დაკოპირებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია, რომელშიც სრულადაა ასახული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპით გათვალისწინებული მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯამურად გათვალისწინებულია 1.42 მილიარდი ლარი, მათ შორის, 2020 წელს 280 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს 1.14 მილიარდი ლარი.

ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450,0 მლნ ლარი, მათ შორის 400,0 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში, ხოლო 50,0 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებში.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.

„მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 540,0 მლნ ლარამდე, საიდანაც 230,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს (კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის) ხოლო 310,0 მლნ ლარამდე 2021 წელს, მათ შორის: მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის განსაზღვრული ასიგნება შეადგენს 60.0 მლნ ლარი, 200,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს, 65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55,0 მლნ ლარამდე, სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი - 15,0 მლნ ლარამდე, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის - 27.0 მლნ ლარი, 6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე - 150.0 მლნ ლარი;

გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ. ამ მიზნით 2020 წელს მიიმართება დამატებით 30,0 მლნ ლარი.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430,0 მლნ ლარს, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 260,0 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისის თვეებში), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220,0 მლნ ლარის ოდენობით;

ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი - 45,0 მლნ ლარი, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება - 35,0 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი), მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება - 35,0 მლნ ლარი, საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 50,0 მლნ ლარი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაგრძელდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რაც ბიზნესის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ჯამში, 2021 წელს მოსალოდნელია რომ დაბრუნდება 1 მილიარდ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების შედეგად, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი ბარიერის გარეშე, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება ( ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარი).

პოსტოვიდური გართულება
ბავშვებში - Pia.ge

პოსტ-კოვიდური გართულებები ბავშვებში - რა...

ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.  

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით vesti.ru იუწყება. 

1611560561

ეგვიპტეში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  

1611560542

ხვალ, 26 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611558720

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

1611558453
საქართველოში
კორონავირუსით 298 ადამიანი
ინფიცირდა და 1311 ადამიანი
გამოჯანმრთელდა

ინფიცირება 298, გამოჯანმრთელება 1311 - ეპიდვი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 298  ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.

1611557359
გია ვოლსკი: დღეს ნაგავი აქვთ ხელში იარაღ...

პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

თბილისის უბნები, სადაც 25 იანვარს ელექტო...

გადაუდებელი სამუშაოების გამო 25 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთ...

„მათი კოვზი ნაცარში ჩასავარდნადაა განწირული იმიტომ რომ ჯარისკაცს მხოლოდ სიმართლის და შესრულებული სიტყვის სჯერა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.