მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აპრილში საწვავის იმპორტი 67%-ით შემცირდა

ბენზინი

ოთხ თვეში იმპორტი $330 მლნ-ით $2.462 მლრდ-მდე შემცირდა. ყველაზე დიდი 38%-იანი კლება აპრილში დაფიქსირდა, რა დროსაც $286 მლნ-ით ნაკლები - $458 მლნ-ის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საიმპორტო პროდუქციიდან ყველაზე მეტად 23.4%-ით, $243 მლნ-დან $186 მლნ-მდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტია შემცირებული. 19%-ით $211 მლნ-დან $171 მლნ-მდე შემცირდა ნავთობის იმპორტი. ნავტოპროდუქტების იმპორტის კლებამ პიკს აპრილში მიაღწია და 67%-ით $60 მლმ-დან $20 მლნ-მდე შემცირდა. რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის 2.5-ჯერ გაიაფებამ და მოხმარების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. დაგვიანებით, მაგრამ ფასის კლება მაინც აისახა ქართულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ფასი ბოლო 5 თვეში 40-50 თეთრით შემცირდა.