მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი თებერვლისათვის 34.88 მლრდ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის შენობა - Pia.ge

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი თებერვლისათვის 34.88 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 247.84 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 625.96 მლნ ლარით, ანუ 3.88%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.47%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 378.12 მლნ ლარით, ანუ 2.04%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.39%-ით).

მათივე ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.55 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით). იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.52% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.90%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.15%, ხოლო ევროს წილმა 14.47% შეადგინა.