მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა საქართველოში პურისა და ხორბლის მარაგი - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის განმარტება

ხორბალი და პური

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში პურისა და ფქვილის მარაგების მხრივ მდგომარეობა სტაბილურია.

"ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ სერიოზული მარაგებია, დაახლოებით ორი თვის. მინდა ვთქვა, რომ დღეს იცლება ბათუმში ორი გემი, ერთი გემი იცლება ფოთში, გზაში არის ასევე გემები. ამასთან, ხორციელდება რკინიგზით ხორბლის შემოტანა. აქედან გამომდინარე, ფქვილი, როგორც ხორბლის გადამუშავების პროდუქტი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ფასთან მიმართებაში - არის სტაბილური ფასი, რომელიც გადადის პურის ფასში და შესაბამისად, პურის ფასიც არის სტაბილური", - განაცხადა ლევან სილაგავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით: ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები, - ეს ჯაჭვი სტაბილურად მუშაობს და ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს როგორც მომარაგების, ისე პურპროდუქტებზე ფასის მხრივ.