მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ საქართელოს მინერალური რესურსისა და წიაღისეულის აღწერაში დაეხმარება

წიაღისეული

აშშ საქართელოს სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში დახმარებას გაუწევს, კერძოდ, მოახდენს მინერალური რესურსისა და წიაღისეულის დეტალურ აღწერას. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში. საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებას ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამერიკულ მხარესთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. აშშ-ს ელჩმა საქართველოში დაადასტურა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მისი მხარდაჭერაც ექნება.