მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა

World Trade Promotions Awards 2020-ზე საქართველოს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. სააგენტომ გაიმარჯვა 18 ნომინანტს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეს გამოხატულია ექსპორტის ზრდაში. „მიუხედავად პანდემიისა, სექტემბერში ჩვენ ექსპორტის თითქმის 9-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, რაშიც ჩვენი მთავრობისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წვლილი საკმაოდ დიდია. ჩვენ ვეხმარებით ექსპორტიორებს, რომ უკეთ წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია საგარეო ბაზრებზე, ასევე დროულად აითვისონ და დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ევროპული სტანდარტები, რათა ევროკავშირის ბაზარზე უკეთ იყვნენ წარმოდგენილი,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ჯილდო შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა. საქართველოს მსგავსად საპატიო ჯილდო მიიღეს შვედეთისა და კოსტა-რიკის სააგენტოებმაც.

წლევანდელ ცერემონიაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე.