მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის #13 საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები განთავსდება

მზის პანელი

სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიტვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა, რის შედეგადაც ბათუმის #13 საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები განთავსდება.

მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულებაა €502 ათასი. მისი 20% თანადამფინანსებელი სს ,, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდია."

მზის მიკრო ელექტროსადგურების პროექტი სრულად გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს შეესაბამება, რაც კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას ითვალისწინებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულება, რაც მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობს, არსებულ პროექტთან სრულ თანხვედრაშია.