ეკონომიკა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება

ბათუმის შემოვლითი გზა
11:55 პარ. 8 მაისი
დაკოპირებულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 18 ხიდზე და 4  გვირაბზე მიმდინარეობს.

სამუშაოები, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი აშენდება. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 330 მლნ ლარია.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
მისი განცხადებით, იმ სფეროებში, სადაც შეიზღუდა საქმიანობა მთავრობა დასაქმებულებს 300 ლარიან კომპენსა...
38 წუთის წინ
„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი...
39 წუთის წინ
მისი თქმით, მთავრობამ ეს საკითხი ერთხელ უკვე განიხილა, თუმცა, როგორც ცნობილია, უარყოფითი გადაწყვეტილ...
51 წუთის წინ
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა შეზღუდვების ფასს აკონტროლებს და კრიტიკულ ციფრებზე საუბარ...
15:58
პრემიერი 2020

გიორგი გახარია: დადასტურდა, რომ არჩევნები არ...

გიორგი გახარიას თქმით, მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც მთავრობა საუბრობდა ივნისშიც, ივლისშიც, ა...
დევნილთა სააგენტო სატელევიზიო ეთერში გას...
სააგენტოს განმარტებით, სიუჟეტში დასმული აქცენტები პრინციპულად არ შეესაბამება სიმ...
ინდოეთს ციკლონი დაატყდა თავს (ვიდეო)
უბედურების ზონიდან 100 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. მათ დროებითი განთავსე...
ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით E...
თეგეტა მოტორსის ცნობით, სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივე...