ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი ჩაიდება

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
19:28 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის”, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორისთვის საქართველო აღარ იქნება მხოლოდ ოთხ მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი და მას ექნება წვდომა რეგიონისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში არსებული ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებთან.

„მომდევნო წლების განმავლობაში სახელმწიფო შეინარჩუნებს 8%-იან მაჩვენებელს კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვახორციელებთ ორჯერ მეტ ინვესტიციას ვიდრე ამას ვაკეთებდით წინა წლების განმავლობაში რადგანაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ენერგოდამოუკიდებლობა. ენერგოდამოუკიდებლობის შემდგომი ზრდა გარკვეული მიზნით, ბუნებრივია ჩვენ გავაძლიერებთ ენერგოეფექტურობის პოლიტიკას მაქსიმალურად ავითვისებთ განახლებულ ენერგორესურსებს და ასამდე საინვესტიციო პროექტს, რომელიც უკვე არსებობს ეტაპობრივად განვახორციელებთ.

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარება, რაშიც ჩვენ ძირითად აქცენტებს გავაკეთებთ და 2024 წლისთვის ქვეყანაში ენერგეტიკული ქსელის თვალსაზრისით 1140 კილომეტრზე მეტი განახლებული ინფრასტრუქტურა იქნება “, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ხელისუფლება დასაქმების გაზრდის აქტიურ პოლიტიკას გააგრძელებს.

„რაც შეეხება შედეგს, ყოველივე ამის შედეგად ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც 2021-2025 წლებში გაიზრდება ყველაზე სწრაფად რეგიონსა და ევროპაში და ეს არის დადასტურებული შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ამ ყველაფერს მოყვება დაახლოებით 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა კერძო სექტორში და ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის ნაბიჯებით შევძლებთ, რომ ქვეყნის გამოწვევების ეკონომიკა, რაც დღეს გვაქვს ვაქციოთ ევროპული სტანდარტების შესაძლებლობების ეკონომიკად“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
თურქეთში 4 დეკემბერს კორონავირუსი 32 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე...
36 წუთის წინ
„პარტიის შიგნით არსებულ სიტუაციაზე, ზურასა და ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველა „გირჩ...
44 წუთის წინ
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ჰელგა შმიდის ხელმძღვანელობის პირობებში ახალი შესაძლებლობები...
15:46
აისბერგი ანტარქტიდის კონტინენტს 2017 წელს მოწყდა. თავდაპირველად მისი ფართობი 6000 კვადრატულ კილომეტრ...
15:43
ომბუდსმენი, სახალხო
დამცველი

ნინო ლომჯარია: არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ...

„სამწუხაროდ, საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა, ასევე, მაღალია ვირუსის...
გაერო: მომავალ წელს მსოფლიოში შიმშილით შ...
მისი თქმით, მდგომარეობა კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა კიდევ უფრო...
თურქეთში რუსი ჟურნალისტები დააკავეს, რომ...
სტამბოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ რუსეთის ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე...
სანდრო რაქვიაშვილი: რას ნიშნავს „სახელი...
„ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახე...