ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენა

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი ბექა
ლილუაშვილი
19:22 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე „ქართული ოცნების“ მთავარი მოკლევადიანი ამოცანაა სწრაფი ტემპით ეკონომიკური აღდგენა, გრძელვადიან პერიოდში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეორე მიზანია იმ ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რაც 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთებისთვის არის საჭირო.

„ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკის გარდაქმნა შესაძლებლობების ეკონომიკად, სადაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად მივაღწევთ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონსა და ევროპაში, დაბალ, ერთნიშნა ნიშნულზეა სიღარიბის მაჩვენებელი, დაცულია ბიზნესი, დაცულია კონკურენტული გარემო, უზრუნველყოფილია სრულფასოვნად სოციალურად მოწყვლადი ყველა ჩვენი მოქალაქე, შექმნილია სამუშაო ადგილები და 40%-ით არის გაზრდილი ჩვენი ეკონომიკა. ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა 4 წლის თავზე“, - აღიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში ეს ამბიციური მიზნებია, თუმცა მათ მისაღწევად ქვეყანას ყველანაირი რესურსი აქვს.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყველა წინაპირობა შევქმენით შედეგის მისაღებად და ეს უკვე ჩვენი გუნდის აღიარებული შედეგია, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მიღწევების გამტკიცება, რაც თითოეული ადამიანისთვის ნიშნავს სტაბილურ დასაქმებას, სტაბილურად მზარდ ხელფასს, ეს ნიშნავს აუცილებლად დასაქმების და შემოსავლების ზრდას“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება არა მხოლოდ რეგიონის ან საქართველოს, არამედ გლობალური გამოწვევა, თუმცა ის შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ.

„ამ კონტექსტში ჩვენი მთავარი ამოცანები იქნება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი ფისკალური დისციპლინა, რაც ნიშნავს რომ ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად 3 %-იან ნიშნულზე შევინარჩუნოთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ნაკლები ვალის აღებას, მდგრადი ხარჯვის პოლიტიკას, ოპტიმიზირებულ მიმდინარე ხარჯებს და მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებას, ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როდესაც ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული ლარი არის უფრო მეტი ეკონომიკური სარგებლის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრეზენტაციაზე ბექა ლილუაშვილმა საქართველოს, როგორც რეფორმატორის სტატუსზე ისაუბრა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი კერძო სექტორი.

„ძლიერი კერძო სექტორი ეს არის ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი, რომ მან მიაღწიოს მის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ მიზანს. ეს არის დასაქმების უზრუნველყოფა. შესაბამისად სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა ის ვინც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად, რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ ბიზნეს გარემო, საინვესტიციო გარემო და ეს უკვე ჩვენი მიღწეული შედეგია, თუმცა, დღეს არსებული ახალი გამოწვევების პირობებში ბიზნესს აქვს მეტად ეფექტიანი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს საჭიროება, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და შექმნას სამუშაო ადგილები.

ამ თვალსაზრისით ჩვენი ამოცანები მომდევნო წლის განმავლობაში იქნება პირველი - სუვენერული საკრედიტო რეიტინგის მიღება. სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს გაუუმჯობესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შესაბამისად ჩვენ ვართ უფრო მეტად ამბიციურები და ჩვენი მიზანია, მივიღოთ საინვესტიციო შეფასება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანილ საინვესტიციო გარემოს.

გარდა ამისა ჩვენ, გავაუმჯობესებთ საგადასახადო გარემოს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ გადასახადების დაბალ დონეს, განვახორციელებთ საგადასახადო დავების სრულიად ახალ რეფორმას ამ თვალსაზრისით ჩვენ დავნერგავთ ავტომატური დეკლარირების სისტემას და დღგ-ს დაბრუნების ავტომატურ სისტემას სრულფასოვნად ავამოქმედებთ. შედეგად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკაში დარჩება დაახლოებით ორ მილიარდ ლარზე მეტი რესურსი, რომლის ინვესტირების შემთხვევაშიც შეიქმნება დაახლოებით 40 ათასი სამუშაო ადგილი“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
„ვიწყებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მედია ამას გაიგებს ან ჯგუფიდან (ფეისბუქიდან) ა...
14:19
მათივე ცნობით, იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნ...
14:18
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან რაიმე ადეკ...
14:09
მისი თქმით, მდგომარეობა კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა კიდევ უფრო გაართულა. მანამდე ო...
14:07
რუსი ჟურნალისტები თურქულ
უპილოტო აპარატებს
უღებდნენ

თურქეთში რუსი ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც...

სტამბოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ რუსეთის ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უ...
300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 6 084...
„შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელი...
„პასუხი გვინდა დღის ბოლომდე“ - ზურაბ ჯაფ...
ზურაბ ჯაფარიძე შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ იხდის: „თუ ვინმეს პა...
11:20
თბილისი 2 053, იმერეთი 931 - ეპიდვითარებ...
ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲣᲠᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲡᲐᲮᲘᲗ: 🛑 თ...