ეკონომიკა

ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა
16:17 პარ. 20 ნოემბერი
დაკოპირებულია

საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტის პარალელურად, ბიზნესის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და აღინიშნა, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ დამატებითი ნაბიჯები გადადგას ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

მთავრობის წევრებმა იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმის 3 ფაზის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე, ასევე განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა გატარება ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში იგეგმება.

მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას მათ წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ და აღნიშნული კომუნიკაცია ბიზნესთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტი სწორედ მათთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მუშავდება და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

როგორც ცნობილია, მთავრობა აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, ასევე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.





მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდე...
21:35
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადე...
21:14
[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg]მგლოვიარეები პრეზიდენტის სასახლის წინ მარადონას ცხედრის ნახვას...
21:09
როგორც სატელევიზიო ეთერში გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ლოკდაუნი“ კოვიდინფიცირებულების სწრაფი გამოვლენისა...
21:00
ხანძარი ძიუდოს აკადემიაში

ძიუდოს აკადემიაში ხანძარი ლიკვიდირებულია

„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხან...
თურნავა: შეზღუდვები შეეხება კონკრეტულ ქა...
მისი თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა სახეზეა, თუმცა იქნება ლოკალური, წე...
„შავი პარასკევი“ „მიჰაუსშიც“ გათენდება!
„შავი პარასკევის“ ფარგლებში „მიჰაუსი“ უამრავი დასახელების პროდუქციაზე აცხადებს ს...
გიორგი გახარია: ყველას მიზანია, რომ პარლ...
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი არის საქართველოს მო...