ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მთავრობას შეზღუდვების მოხსნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. მათ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი გაგზავნეს.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოიხსნას შეზღუდვა რესტორნების დახურულ სივრცეებში მუშაობაზე, ზამთრის კურორტების საქმიანობის აკრძალვის მოხსნა და შაბათ კვირას დაწესებული შეზღუდვების გაუქმება.
„ზამთრის კურორტების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ისინი უნდა გაიხსნას მკაცრი რეგულაციების ფარგლებში. მნიშვნელოვანია რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა და ასევე შაბათ-კვირას შეზღუდვების მოხსნა.
უნდა გაგრძელდეს კომენდანტის საათიც, რაც უფრო ეტაპობრივად მოხდება ეს ყველაფერი, ბიზნესს ამით სუნთქვას შევმატებთ“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში აკრძალულია: საკვები ობიექტების დახურულ სივრცეში სტუმრების მიღება, ზამთრის კურორტების მუშაობა, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება.
აგრეთვე წაიკითხეთ:
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მაინმარში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია.