მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიზნესსექტორის ბრუნვა I კვარტალში 13.5%-ით გაიზარდა

ეკონომიკური საქმიანობა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2020 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.3 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის I კვარტალში 15.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 9.5 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტი).

პირველი კვარტალის მონაცემებში პანდემიის გავლენა მინიმალურია, მართალია მარტში ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა, მაგრამ 3 თვეში მაინც მცირედით 1.5%-ით გაიზარდა.