მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბლუმბერგზე“ ლარმა დოლართან მიმართებაში 3.34-იან ნიშნულს მიაღწია

ლარის კურსი

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ელექტრონული ვაჭრომის სისტემაში ერთი ამერიკული დოლარის ფასი 3.3450 ლარს შეადგენს.

„ბლუმბერგის“ სისტემაში დღეს კურსი რამდენჯერმე შეიცვალა და ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მუდმივად ეცემა.

24 სექტემბერს „ბლუმბერგში“ დოლარის ფასი დაახლოებით 3,28 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა. ეროვნული ვალუტის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 3.2897 შეადგინა. გამყარდა ევროც, რომლის კურსი 3.8292-ია.

რაც შეეხება ახალ კურსს, ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს დღის ბოლოს დაადგენს.