მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბურანები ჩაიბამენ მოთხილამურეებს და მაინც ისრიალებენ - სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე 

სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე

„ქვეყანაში სასტუმროების ბიზნესი მოკვდა. ერთ-ერთი რაც მუშაობს, ეს არის კოვიდ სასტუმროები, სადაც კოვიდინფიცირებულები გვყავს გადაყვანილი“,- ამის შესახებ სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი აცხადებს. 

მისი თქმით, ამ სექტორში ასიათასზე მეტმა ადამიანმა სამსახური დაკარგა.

„თუმცა, ზაფხულში რამდენიმე სეზონური სასტუმროსთვის იყო გამონათებები და პულსი გაესინჯა. იგივე მოლოდინი იყო მთის სასტუმროებში“, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი შეფასებით, ზამთრის კურორტების გაჩერება ალოგიკურია. რადგან, ბაკურიანში 7 ათასამდე ბინაა, თითოეულს თავისი მესაკუთრე ჰყავს. ხალხი კურორტზე მაინც ჩავა და ისრიალებს.

„ბაკურიანში ეს ბინები იქნება დატვირთული. ხალხი გარეთ რომ გამოვა, ამ ხალხისთვის აკრძალულია სრიალი. უკვე წინასწარ ვხედავ რა მოხდება, ბურანები ჩაიბამს მოთხილამურეებს, აიყვანს ზემოთ და ეს ხალხი მაინც ისრიალებს. ბავშვები მაინც ივლიან ციგებით, იქნება ერთი არეული სიტუაცია. ვერ მივხვდი რა დააშავა ბიგელმა, ტატრა რატომ არ მუშაობს, ამას ვერ მივხვდი“,- განაცხადა სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 რა შეზღუდვები ეხება ზამთრის კურორტებს?

🛑 შეზღუდვები, რომელიც საქართველოში ამოქმედდა