მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში ექსპორტი 244%-ით გაიზარდა

ექსპორტი ჩინეთი

საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ იანვარ-მაისში $4.206 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთათან შედარებით $850 მლნ-ით - 16.8%-ით ნაკლებია. 5 თვეში ექსპორტი 16.2%-ით $1.235 მლრდ-მდე, ხოლო იმპორტი 17%-ით $2.971 მლრდ-მდე შემცირდა. სავაჭრო დეფიციტმა ბრუნვის 41.3% - $1.735 მლრდ შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ექსპორტი მკვეთრად 244%-ით $48.9 მლნ-დან $168.4 მლნ-მდე გაიზარდა ჩინეთში. ამის მიზეზი სპილენძის მადნებია, რომლის რეექსპორტი ჩინეთში იმევე პერიოდში 351%-ით $29 მლნ-დან $131 მლნ-მდე გაიზარდა. ღვინის ექსპორტი კი 1/3-ით $7.5 მლნ-დან $5 მლნ-მდე შემცირდა. თუ ჩინეთის წილი ექსპორტში გასული წლის იანვარ-მაისში 3.3%-ს შეადგენდა, დღეს ის 4.1-ჯერ 13.6%-მდეა გაზრდილი.

2%-ით $167 მლნ-მდე შემცირდა ექსპორტი აზერბაიჯანში. ბევრად უფრო დიდი 28%-იანი ვარდნა დაფიქსირდა რუსეთში, სადაც ექსპორტი $62 მლნ-ით $157 მლნ-მდე შემცირდა. საექსპორტო პარტნიორებში რუსეთი გასულ წელს 1-ელ ადგილს იკავებდა, ამჟამად მე-3 პოზიციაზეა.

საექსპორტი პარტნიორების ათეულში ასევე მოხვდნენ: ბულგარეთი სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, შვეიცარია, აშშ და ესპანეთი.