მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში ექსპორტი 275%-ით გაიზარდა

ექსპორტი ჩინეთი

საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-ივლისში $6.031 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადარებით 17.6%-ით -$1.288 მლრდ-ით ნაკლებია. ინფრომაციას საქსტატი ავრცელებს.

7 თვეში ექსპორტი 16.8%-ით $1.759 მლრდ-მდე, ხოლო იმპორტი $17.9%-ით $4.272 მლრდ-მდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო სალდომ ბრუნვის 41.7% - $2.514 მლრდ შეადგინა.

იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი $248 მლნ-ის ექსპორტი ჩინეთში განხორციელდა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 275%-ით აღემატება. თუ 2019 წელს ჩინეთის წილი ექსპორტში 3.1%-ს შეადგენდა, წელს ის 4.5-ჯერ 14.1%-მდე გაიზარდა. ასეთი მკვეთრი ზრდა სპილენძის მადნების ექსპორტის ზრდამ გამოიწვია. 2019 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან ჩინეთში $39 მლნ-ის სპილენძის მადნების ექსპორტი განხორციელდა, 2020 წელს მისი მოცულობა $201 მლნ-მდე გაიზრდება.

პოზიტიური დინამიკა და 14%-იანი ზრდა აღინიშნა ბულგარეთში სადაც ექსპორტი 189 მლნ-მდე გაიზარდა, 33 და 25 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა შვეიცარიასა და ესპანეთშიც.

ჩინეთისგან, შვეიცარიასგან და ესპანეთისგან განსხვავებით ექსპორტი თითქმის ყველა სხვა სავაჭრო პარტნირ სახელმწიფოში შემცირდა, მათ შორის აზებაიჯანში 15%-ით $231 მლნ-მდე, რუსეთში 25%-ით $229 მლნ-მდე, თურქეთში 15%-ით $115 მლნ-მდე, სომხეთში 45%-ით $105 მლნ-მდე, უკრაინაში 37%-ით $96 მლნ-მდე, აშშ-ში 47%-ით $38 მლნ-მდე, სხვა დანარჩენ ქვეყნებში 40%-ით.