მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"დარიალი ჰესის" წილი იაპონურმა TEPCO-მ შეიძინა

თურნავა კანცელარიაში

100-წლოვანი ისტორიის მქონე უმსხვილესი იაპონური ენერგეტიკული კორპორაციის „TEPCO“ – ს შვილობილი კომპანია „TEPCO Renewable Power” „დარიალი ჰესის“ მეწილე გახდა.

იაპონური კორპორაციის ოფიციალური რელიზის თანახმად, „TEPCO“- მ საქართველოში ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც „ TEPCO “ ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შემოვიდა. 

„საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გუნდმა ძლიერი მზაობა გამოხატეს ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით. ასევე მოხიბლული დავრჩით საქართველოში ჩვენი კერძო პარტნიორების, სელერებისა და ყველა იმ მხარის მუშაობით, ვინც ყველანაირად მხარში გვედგა, რათა ეს ტრანზაქცია შემდგარიყო, მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შექმნილი ვითარებისა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ „TEPCO“ - ს მფლობელობაში არსებული ენერგო სადგურების ჯამური წლიური გამომუშავება 220 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.

თავად "დარიალი ჰესი" დამოუკიდებელი საქრთველოს ისტორიაში "შუახევჰესის" შემდეგ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომლის სიმძლავრეც 108 მეგავტს შეადგენს.