მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ქართველიშვილი: უარყოფითი სავაჭრო სალდო 2012 წლის 753 მლნ დოლარიდან 265 მლნ დოლარამდე შევამცირეთ, ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიულად სწორად ვმართავთ დარგს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი - Pia.ge

„სახელმწიფოს მიზანმიმართულმა საქმიანობამ გამოიღო ის შედეგი, რომ გაშენდა 11 000 ჰა-ზე მეტი ახალი მრავალწლიანი ნარგავები, აშენდა 240-ზე მეტი ახალი საწარმო, გადაიარაღდა 1000-ზე მეტი საწარმო. ჯამში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ფერმერმა აწარმოოს პროდუქცია და ამ პროდუქციამ მოძებნოს სწორი გასაღების ბაზარი“ - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფეისბუკის გვერდზე.

მისი თქმით, 2020 წელს ექსპორტირებულია 962 მლნ დოლარის პროდუქცია და უარყოფითი სავაჭრო სალდო 2012 წლის 753 მლნ დოლარიდან 265 მლნ დოლარამდე შევამცირეთ. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიულად სწორად ვმართავთ დარგს, ფერმერები კმაყოფილები არიან მათ დაიჯერეს, ირწმუნეს მთავრობის რეკომენდაციების.

„რა თქმა უნდა ნებისმიერი პროდუქტის გამოშვება არის მიმართული იმპორტჩანაცვლებაზე ბევრჯერ თქმულა და მინისტრსაც განუცხადებია, რომ ჩვენ მივისწრაფვით იქითკენ, რომ საქართველო გახდეს ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმპორტი არ უნდა შემოვიდეს და მყიდველს უნდა ჰქონდეს საშუალება იყიდოს ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც მის ინტერესს და სურვილს დააკმაყოფილებს. ამავე დროს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი უნდა აღემატებოდეს იმპორტულ პროდუქციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში არ გაზრდილა იმპორტირებული საქონლის ღირებულება, მაშინ როცა საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია მზარდია. 2020 წელს ექსპორტირებულია 962 მლნ დოლარის პროდუქცია და უარყოფითი სავაჭრო სალდო 2012 წლის 753 მლნ დოლარიდან 265 მლნ დოლარამდე შევამცირეთ. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიულად სწორად ვმართავთ დარგს, ფერმერები კმაყოფილები არიან მათ დაიჯერეს, ირწმუნეს მთავრობის რეკომენდაციების. ჩვენ ველით ექსპორტის მუდმივ ზრდას“ - წერს ექსპერტი.