მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღგ-ის გადამხდელებს 1 მილიარდზე მეტი ავტომატურად დაუბრუნდებათ

შემოსავლების სამსახურის ახალი ლოგო

მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დღგ-ის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე მითითებულ საბანკო ანგარიშზე ავტომატურად განხორციელდება.

მთავრობის აღნიშნული ინიციატივის შედეგად, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში, ყოველწლიურად, მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, დღგ-ის ზედმეტობების სწრაფი, მარტივი და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაბრუნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.