ეკონომიკა

დირკ ბუშლე: მოუთმენლად ველით სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან მუშაობას, რათა მოვძებნოთ გამოსავალი

ევროკავშირის
ენერგეტიკული
გაერთიანების სამდივნოს
დირექტორი
1619707981
დაკოპირებულია

„მოუთმენლად ველით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან მუშაობას, რათა მოვძებნოთ გამოსავალი“, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკული გაერთიანება მხოლოდ მთავრობათა ან პროექტის განმახორციელებელი კომპანიების გაერთიანება არ არის.

„ენერგეტიკული გაერთიანება ყოველთვის ღია იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის და ასეთივეა ჩემი პირადი დამოკიდებულება“, - აღნიშნა დირკ ბუშლემ, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის თაობაზე მედიაციის პროცესში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას.

შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს. მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა წერილობით მიმართეს დირკ ბუშლეს და მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვა ითხოვეს.

დირკ ბუშლეს განცხადებით, დისკუსიები ნამახვანის პროექტის გარშემო ძალიან კომპლექსურია.

„მსურს წარვმართო კომუნიკაციის პროცესი საკითხის სწრაფი და მარტივი გადაწყვეტის მისაღებად. ამასთანავე იმედი მაქვს, რომ ერთობლივი სამუშაო პროცესი თავისთავად აღადგენს ნდობას, რაც მდგრადი გამოსავლის გამოკვლევისა და იდენტიფიცირების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

ამისათვის ჩვენ შევქმნით ორგანიზებულ პროცესს, სადაც ყველას ექნება აზრის გამოთქმის და ყველა პრობლემური საკითხის განსახილველად გამოტანის საშუალება“, - განაცხადა ბუშლემ.

„ამ პროცესის დასაწყებად ვიწვევ ორივე მხარეს - მთავრობას და სხვადასხვა ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს - აირჩიონ და წარადგინონ მოლაპარაკებებში საკუთარი წარმომადგენლები. შემდეგ თითოეულ მათგანს დავუკავშირდებით და მოვისმენთ მათ გამოცდილებას, შეშფოთებას და მოლოდინს.

პარალელურად, სამდივნო განიხილავს წარსულში გარემოსდაცვითი პროცედურების დოკუმენტაციის შესაბამისობას ევროპული კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკასთან. აზრთა გაცვლის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, მოხარული ვიქნები მოვიწვიო ყველა დაინტერესებული ჯგუფი შეხვედრებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივი განხილვებისა და გადაწყვეტილების პოვნის საშუალებას“, - აღნიშნა დირკ ბუშლემ.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის.

ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას. ის სამდივნოს იურიდიულ განყოფილების ნაწილია და მას იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი და სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დირკ ბუშლე ხელმძღვანელობს.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1623741294

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740870

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623740769
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

კაცმა ჩაიდინა ღალატი, ეს იყო როგორც გუნდის, ი...

„კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე...

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

დენის შმიგალი პრემიერს უკრაინა-საქართველ...

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.