ეკონომიკა

EBRD საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის €90 მლნ-ს გამოყოფს

იბიარდი დახმარება
22:41 25.05
დაკოპირებულია

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს.

აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს შედგა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმების თანახმად, მომდევნო თვეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე, რომელშიც EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ბანკის მმართველი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონე, ხოლო საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ EBRD-ი საქართველოს მთავრობასთან პოსტკრიზისულ პერიოდშიც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს, ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული მიმდინარე ერთობლივი პროექტები კი შეუფერხებლად განხორციელდება.

"აღინიშნა EBRD-ის, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორის როლი, საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კუთხით. შეხვედრისას ითქვა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მომდევნო პერიოდში ბანკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რეფორმას და საქართველოს ელექტროსისტემის კორპორატიზაციის საკითხებს შეეხება. აგრეთვე, საუბარი შეეხო ენგურის რეაბილიტაციის, ბაკურიანის მუნიციპალიტეტისა და სხვა მუნიციპალური მხარდაჭერის პროექტებს. შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს EBRD-ის მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობაც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.აღინიშნა, რომ EBRD-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ბანკის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Search Results Web result with site links საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვ...
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
15:26
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალ...
14:43
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა, სა...
14:38
„ჩემი შვილები მარიამმა იყიდა იაფად და ყიდის ძვირად, მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - ამის შესახებ თელა...
12:52
შემოსავლების სამსახურის შენობა ახლოდან კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა
კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებ...
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეო...
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტ...
10:31
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 5 პაციე...
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5-მა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკ...
10:26
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხ...
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკუ...