ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძემ ონლაინ დიალოგში "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონპროექტის შესახებ მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილ
20:00 03.06
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ დიალოგში„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ დიალოგი პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინიციატივით და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მიქაბაძის განცხადებით, კანონპროექტი, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გათვალისწინებულია საქართველოში კაპიტალის ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების დონე.

"საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინვესტორთა დაცულობის ხარისხის გაზრდას, არამედ წარმოადგენს წინაპირობას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ მეტი ნდობისა და დაინტერესებისთვის",- განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება გააღრმავებს საქართველოს ფინანსურ სექტორს, გაზრდის მის ეფექტიანობას და ბიზნეს სექტორისთვის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს გააჩენს.

კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა. 

ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ...
17:14
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ამის შესა...
15:43
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა და 22 ლეტალური ფაქტი - ასეთია კოვიდსიტუაცია უკრაინა...
15:24
სახანძრო სამსახურის მანქანა მესტიაში ხანძარია
სვანეთში, მესტიის ტყეში ხანძარი გაჩნდა. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გა...
საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინ...
6 ივლისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტ...
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბა...
ინდოეთში კოვიდინფიცირების 24 015 ახალი შ...
ინდოეთში, ბოლო 24 საათში განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 24 015 ახალი შე...