მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკონომიკის მინისტრი: ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ვერასოდეს შევთანხმდებით

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დახურული მოსმენის დასრულების შემდეგ განცხადა რომ, სხვადასხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ოპოზიციასა და ხელისუფლებას ბევრ საკითხზე აზრთასხვადასხვაობა მუდმივად ექნებათ.

მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენა „საქმიანად“ და „პროდუქტიულად“ შეაფასა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია მსგავსი თუ სხვა ფორმატის მოსმენები, შეხვედრები დეპუტატებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე უმრავლესობიდან,“ - აღნიშნა მან.

ნათია თურნავას განცხადებით, მსგავს მოსმენებს ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მათი დასრულების შემდეგ კამერები ოპოზიციაზე კომენტარების გაკეთებისას მაგიურად მოქმედებს.

„კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. ოპოზიციის დეპუტატებმა ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გაიგეს,“ - აღნიშნა მინისტრმა.