მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკონომიკის მინისტრი: თუ დავრწმუნდებით, რომ კომპანია უსაფრთხოების ნორმებს იცავს, მუშაობის უფლებას მივცემთ

ნათია თურნავა ბრიფინგზე 2020

"ყველა, ვინც ეტაპობრივად დაგავნახებს გარანტიებს, რომ საკუთარ კომპანიაში, დაიცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს თანამშრომლებისა და კლიეტების უსაფრთხო მუშაობას, ფუნქციონირების უფლებას მიიღებს",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კონკრეტულ ბიზნესს თავის სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების დაცვის კონტროლი შეუძლია.

"მკაცრად გაკონტროლდება სასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვების უსაფრთხოება. ამ ეტაპზე, არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები შეზღუდულია. ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორი მოდელით შევთავაზოთ ამ ბიზნესებს სხვა რეჟიმზე გადაწყობა",-აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, შეზღუდულია ეკონომიკის მარავალი სექტორის მუშაობა, თუმცა განსაზღვრულია იმ მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.