მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკონომიკის მინისტრი: ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვით საკუთარ წარმოებას კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს

მინისტრი ამბობს რომ ადგილობრივ ი წარმოება პრიორიტეტულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმაზე რომ ადგილოვბრივ წარმოებას ხელი შეეწყოს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გამოვყოფა ის დარგები და წარმოებები, რომლებიც იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით პერსპექტიულია.

„კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი - ჩვენ დავალება გვაქვს და ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოვყოთ ის დარგები და ის წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას და რომლებიც პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ამის შესაძლებლობები არსებობს როგორც სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორში, კვების ინდუსტრიაში, ასევე სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, მათ შორის არის საშენ მასალათა წარმოების განვითარება.

„ჩვენ ამ სექტორებს უფრო მეტად უნდა განუვითაროთ საკუთარი წარმოება და უფრო მეტად მოვამარაგოთ საკუთარი ბაზარი, რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ადგილზე წარმოებული პროდუქციით.  ძალიან მალე გვექნება ნათელი კვლევა და სტრატეგია, რომლის მიხედვითაც საკუთარ წარმოებას შევუწყობთ ხელს და შევამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.