მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ახალი რეგულაციები გააცნო

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტუროპერატორებს ინდუსტრიას ის წესები და რეგულაციები გააცნო, რომელიც გავრცელდება იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე, ვისთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრია კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ ინდუსტრიასთან შეხვედრა პერიოდულად ხდება და მათ სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი.

„ტურიზმის სექტორს მთელი მთავრობა ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, რათა შევუმსუბუქოთ კრიზისის ზემოქმედება და ეს სირთულე ნაკლები დოზით იგრძნონ. დღევანდელ შეხვედრაზე გარდა იმისა, რომ მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები და ვისაუბრეთ მათ გადაჭრაზე, გავაცანით სიახლეები, განსაკუთრებით იმ 15 ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებაზე, რომელთან ერთადაც საქართველო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა“, - აღნიშნა ეკონომიკის და მინისტრმა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, სასიხარულია, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი.

„ინდუსტრიას მოვუყევით იმ ძალიან მასშტაბურ საინფორმაციო და მარკეტინგულ კამპანიაზე, რომელიც წამოვიწყეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მათ შორის აქ მცხოვრებმა უცხოელებმა იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის, რათა ყველამ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.