ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის მინისტრი
ნათია თურნავა
1610185553
დაკოპირებულია

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის  განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების განცალკევება) 2021 წლის 1 იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

„ამ პერიოდში დასრულდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად საქართველოს მიერ აღებული ერთერთი ვალდებულებაა.

2021 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება არსებული ლიცენზიების საფუძველზე უწყვეტად და სტაბილურად განხორციელდება.

ზემოაღნიშნული დამატებითი ვადის საჭიროება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. ერთერთია ის, რომ „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის არეალში ჯერჯერობით ვერ იქნა იდენტიფიცირებული ისეთი კომპანია, რომელიც თანახმაა განახორციელოს მიწოდების საქმიანობა. იმ მიზეზით, რომ მიწოდების საქმიანობა შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისად მომგებიანი ბიზნესის სეგმენტი, „ენერგოპრო ჯორჯიამ“ თავი შეიკავა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისგან, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს.

საქართველოს მთავრობა, აგრძელებს რა კომუნიკაციას „ენერგოპრო ჯორჯიასთან“, განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც - სხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაინტერესება, სახელმწიფო კომპანია „ესკოს“ ბაზაზე მიმწოდებლის ჩამოყალიბება და სხვ, რათა რეფორმით დადგენილი ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევების ვადის დასრულების შემდეგ, სრულად იქნას დაცული მომხმარებლის ინტერესი, ჰქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება“,- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1611248189

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916
კახა ბექაური მობილურ
კომპანიებს აქტიურ
სამუშაო რეჟიმში
გადასვლისკენ მოუწოდებს

კახა ბექაური: უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვი...

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რასაც ისინი...

„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.