ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროში დეველოპერულ სექტორს სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

ეკონომიკის სამინისტროში
15:29 01.09
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან სახელმწიფო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ბიზნესის წარმომადგენლებს მასში მონაწილეობის მიღების წესები გააცნეს.

აღინიშნა, რომ პროგრამა მიმართულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობაზე, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მიერ მენაშენეებთან საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებაში აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესითა და პირობებით. კერძოდ, კონკურსის წესით შეირჩევა ის მენაშენეები, რომლებთანაც გაფორმდება საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად.

„დღევანდელი შეხვედრა ინდუსტრიასთან კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მიეძღვნა, რომელიც არის გამოსყიდვის ოფცია. ის კიდევ უფრო მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ამ სექტორს, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა დარგების სექტორული მხარდაჭერა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

„ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, რათა სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და ასევე მხარი დაგვეჭირა თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„2008-2009 წლების კრიზისების შემდგომ დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები მსგავს სამშენებლო პროექტებში უკვე გააკეთეს,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ გეგმას. "ბინათმენაშენეთა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეისათვის 1700 - ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროექტით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლებში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი 200 მილიონი ლარი იქნება. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი პირობა ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასია.

სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მესამე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები აშკარავდე...
34 წუთის წინ
დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალუ...
36 წუთის წინ
„კონკრეტულ მაგალითებზე მიდგება თუ არა საქმე, იმ წუთას უკვე ვხვდებით ან ფეიკ ნიუსს, ან რეალურ ფაქტს,...
41 წუთის წინ
2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ...
43 წუთის წინ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვიქტორ ყიფიანისა და დავით ძიძიგურის დაჯილდოებ...

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს (https://mkdlaw.ge) უფროსი პარტნიორი დავით ძიძიგური და ამავე ფირმის უფ...
ყვარლის მუნიციპალიტეტში გზის მოასფალტება...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება და სანიაღვრე...
დავით სერგეენკო: „ქართული ოცნების“ პოლიტ...
„დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას მხარდაჭერისთვის, ჩემთვის მართლაც განსაკუთრ...
2 ნოემბრიდან ჯივიპის სერვის ცენტრები მომ...
პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრე...