ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

თურნავა კელი დეგნანს
შეხვდა
1617646212
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს.

„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ ნაწილში ჩვენ დახმარება აღვიქვა აშშ-ის საელჩომ და USAID-ის მისიამ საქართველოში, რათა ჩვენ მეტი ანალიზი გავაკეთოთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე.

„ვფიქრობ, საჭიროა დიალოგი თემებთან, რომელთა მხარეშიც სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება. სწორედ ეს არის USAID-ის მნიშვნელოვანი ახალი პროგრამების ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ მომავალს და რომელიც მომდევნო თვიდან დაიწყება. პროგრამის იდეაა, დავრწმუნდეთ, რამდენად გაიაზრებს საზოგადოება, სასიცოცხლოდ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია. ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად ესმის საკითხი, ჩართულია და მონაწილეობს ამ პროცესში. დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო როგორც ჩემთვის, ასევე ეკონომიკის მინისტრისთვის, რომ განგვეხილა ზოგიერთი პროექტი და ინიციატივა, რომელთა განხორციელებას გეგმავს საქართველო“,- აღნიშნა კელი დეგნანმა.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

1618407036

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

1618406467
„სუფთა რეგიონი 2020“
კონკურსის გამარჯვებულები
გამოვლინდნენ

„სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პ...

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

გიორგი ხოჯევანიშვილი: მელიას დაკავების ფ...

„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.