მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპორტი თითქმის ყველა მიმართულებით შემცირდა

ექსპორტი საგარეო

ექსპორტი 5 თვეში 16.2%-ით $1.474 მლრდ-დან $1.236 მლრდ-მდე შემცირდა. ვარდნა შეინიშნება თითქმის ყველა მიმართულებით.

სპილენძის მადნების ექსპორტი უმნიშვნელოდ 1.2%-ით $258 მლნ-მდე შემცირდა, რომლის ნახევარიც ჩინეთში გავიდა. 31%-ით $149 მლნ-მდე შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. ფეროშენადნობები კი 20%-ით $109 მლნ-მდე. ორნიშნა ვარდნას ვერც ღვინო გადაურჩა, რომლის ექსპორტი 11.3%-ით $73 მლნ-მდე შემცირდა.

კლება დაფიქსირდა ასევე მინერალურ წყლებზე, აზოტოვან სასუქებსა და სამკურნალო საშუალებებზე, ხოლო მატება ოქროსა და სპირტიან სასმელებზე.