მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 433,4 ლარია - საქსტატი

პროდუქცია მაღაზიაში

საქსტატმა 2020 წლის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები გამოიანგარიშა, რომლის თანახმადაც ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 433,4 ლარია. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 14 ლარით არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით:

🔺 შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმია 184 ლარი

🔺 საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 162,9 ლარია

🔺 საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 308,6 ლარი

ოჯახის ტიპის მიხედვით:

🔺 ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 162,9 ლარია

🔺 ორსულიანი ოჯახის - 260,7 ლარი

🔺 სამსულიანი ოჯახის - 293,3 ლარი

🔺 ოთხსულიანი ოჯახის - 325,9 ლარი

🔺 ხუთსულიანი ოჯახის - 366,6 ლარი

🔺 ექვსსულიანი და მეტი - 433,4 ლარი

საარსებო მინიმუმს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვები და არასაკვები პროდუქტების ღირებულება წარმოადგენს.

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისთვის.

საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი კაცის სასურსათო კალათა, რომელიც 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს.

საარსებო მინიმუმი 2 კომპონენტით განისაზღვრება. პირველია, სასურსათო ნაწილის ხარჯები, მეორე კი, არასასურსათო ნაწილი.

მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება საქართველოს 5 ქალაქის ფასების მიხედვით დგინდება. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი.