მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება შემცირდა

ელექტროსექტორი

ელექტროენერგიის მოხმარება, წარმოება და იმპორტი ერთდროულად შემცირდა. ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.

ივლისში ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ 1.009 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლებია. თბოსადგურებმა ივლისში 47.6 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც შარშანდელთან შედარებით 14-ჯერ მეტია, ამის საპირისპიროდ მკვეთრად 88 მლნ კვტ/სთ-ით 954 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა ჰესების მიერ გამომუშაველული ელექტროენერგია. კლება ძირითადად მარეგულირებლიანი ჰესების წარმადობის ვარდნამ გამოიწვია.

მიმდინარე წლის ივლისში უმიშვნელო იყო იმპორტის მოცულობა და მან მხოლოდ 0.5 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ეს მაშინ როცა გასული წლის ივლისში იმპორტი 93 მლნ კვტ/სთ-ს აღწევდა.

შემცირებული მოთხოვნის გამო, რაც ძირითადად ტურისტული სეზონის ჩავარდნით აიხსნება მომხმარებელზე მიწოდება მკვეთრად 150 მლნ კვტ/სთ-ით 959 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა.

შარშანდელისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველომ ტრანზიტის გზით 19 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიზარდა. მცირედით 6-დან 15 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა ექსპორტის მოცულობაც.