მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელექტროენერგიის საფასური- 1,2 მლნ-ს, ხოლო ბუნებრივ აირის დავალიანება 671 000 აბონენტს დაეფარება

გაზის მიწოდება

"როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, იმ ოჯახებს რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვეში 200 კვ/სთ-ს არ აღემატება, სახელმწიფო მათ კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს. ასეთი საქართველოში არის 1,2 მლნ ოჯახი. ასევე ბუნებრივი აირის გადასახადს გადაუხდის მათ, ვისი მოხმარებაც თვეში არ აღემატება 200 მ3-ს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 000 ოჯახი",- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა, არა ერთადერთი დახმარება, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს გაუწევს.

"ეს არის ფიზიკური პირების დახმარების ნაწილი. ჩვენს გუნდს 2 მლრდ ლარის პაკეტში გათვალისწინებული აქვს ასევე ბიზნესისთვის პერიოდულად სხვა შერავათების გაკეთება",-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან - 2 მილიარდი ლარიდან შეძლო მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე შეეთავაზებინა და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომელსაც მთავრობა ეტაპობრივად განახორციელებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან - 2 მილიარდი ლარიდან შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე, თუმცა როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ შესაძლო დახმარებისა, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზებთ., რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული მიზნებისა და იმ ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად იგრძნობენ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ შედეგებს.

ჩვენ გუნდს ამ 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული აქვს ზომები ბიზნესისთვის და გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ამ ზომების ეტაპობრივად მიწოდებას, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფუნქციონირების გაგრძელება საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით. პირველ რიგში ვიმედოვნებთ, რომ ამ მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არც ერთ მოქალაქეს არ დატოვებს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მოხდა ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.