მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე გავა

პარლამენტის სასესიო დარბაზი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა მეორე მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებლის თქმით, „პირველ მოსმენამდე კანონპროეტთან დაკავშირებით სამი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნების და შესწორებების ნაწილის ასახვა მოესწრო პირველი მოსმენით განხილვამდე, დღეს, მეორე მოსმენით წარმოდგენილ პროექტში ასახულია პირველი მოსმენისას და მანამდეც გამოთქმული ყველა შენიშვნა“.

მომხსენებელმა ისაუბრა საბოლოო ვარიანტში შესული ძირითადი ჩასწორებების შესახებ, კერძოდ, კონცენტრაციის საკითხის გარდა, რომელიც აქტივების წილის გასხვისების და შერწყმის წინასწარ შეთანხმებას გულისხმობს. ასევე, სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგულისხმებოდა დროებითი მმართველის მექანიზმის ჩართვა, აქაც ხუთიდან სამი სპეციფიური ვალდებულება ამოღებულია და საბოლოო ვარიანტში დარჩა 2 სპეციფიური ვალდებულებისთვის დროებითი მმართველის დანიშვნის მექანიზმის გამოყენება და ესეც ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ კანონით გათვალისწინებული მექანიზმის შესაბამისად.

კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის და კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.