ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: 2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა

ეროვნული ბანკის შენობა -
Pia.ge
1614345046
დაკოპირებულია

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე, სეზონურად ზოგიერთი პროდუქტის გაძვირების გარდა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და მზესუმზირის ზეთის გაძვირების გამო, ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი პროდუქტების გაძვირებამ იმოქმედა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბენზინისა და მზესუმზირის ზეთის წვლილმა თვის ინფლაციაში სათითაოდ 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. წლიურად სურსათი 6.3 პროცენტით იყო გაძვირებული. იანვრის 2.8-პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.8 პროცენტული პუნქტი მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველსა და ზეთზე – 0.6 პროცენტული პუნქტი. კვლავ მაღალი იყო სიგარეტის წვლილი – 0.3 პროცენტული პუნქტი.

მათივე ცნობით, ავტომობილის სათანადარიგო ნაწილებზე, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებსა და ქორწინების ოქროს ბეჭედზე ფასების ზრდამ ინფლაციის მატებაზე ჯამში 0.5 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იანვარში კვლავ მნიშვნელოვნად, 1.6 პროცენტული პუნქტით მოქმედებდა.

„წლიური ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის წლიურად გაიაფებას ჰქონდა, ჯამში -0.7 პროცენტული პუნქტით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.7 პროცენტამდე გაიზარდა.

მთლიან ინფლაციასა და საბაზო ინფლაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მეტწილად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადის ზემოთხსენებულ სუბსიდირებას უკავშირდება. ასევე სახეზეა წინა პერიოდებში გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

1619174828

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1619174700

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

1619174328

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

1619173794
ჭურვები ზნაურის რაიონში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ჭურვები აღმოა...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

მიხეილ ბოცვაძე: პირველ რიგში, ქვეყანაში...

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.

1619170862
ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქც...

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის...

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.