ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა

საქართბელოს ეროვნული
ბანკის შენობა
1614346809
დაკოპირებულია

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 37.6 მლრდ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელზე კლების მიმართულებით გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული, ასევე, უცხოური ვალუტით დაკრედიტების შემცირებამ.

როგორც სების ანგარისშია აღნიშნული, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 19.3 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი სესხების წლიური ზრდა 9.2 პროცენტი იყო.

საკრედიტო პორტფელის 89.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 89.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.9 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, იანვარში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 117.6 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით შემცირდა და 16.62 მლრდ ლარს გაუტოლდა.

„აღნიშნული ცვლილება ძირითადად იურიდიული პირების მოკლევადიანი დაკრედიტების შემცირებით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 39.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.6 პროცენტით შემცირდა.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, იანვარში მათი მოცულობა 68.7 მლნ ლარით გაიზარდა და 602.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 38.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ასევე იანვარში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 55.5 პროცენტამდე გაიზარდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

1619172822

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1619172796

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

1619172067

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

1619171823
დავით ზალკალიანი
უკრაინელ კოლეგას დმიტრო
კულებას შეხვდა

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულე...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრე...

საქართველოს პრეზიდენტსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადალახვა მიულოცა და ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმებაში საქართველოს პრეზიდენტის როლს.

„ჩვენ უბრალოდ გადარჩენას ვითხოვთ, ჩვენ ა...

ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები ითხოვენ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, მათ ამ მოთხოვნით განცხადება კანცელარიაში 2 დღის წინ ჩააბარეს რომელსაც ხელს აწერს 15 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი და ისინი კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ ხელისუფლებისგან. გამოსავალს კი ხედავენ იმაში, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს სწორი პოლიტიკა.

ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ე...

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.