მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.39%-ით შემცირდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 197.39 მლნ ლარით, ანუ 0.39 %-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.01 %-ით შემცირდა) და 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 50.98 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 %-ია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის განყოფილებაში შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/
assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx