მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლებრივი აქტების პროექტებს აქვეყნებს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტის პროექტებს აქვეყნებს.

სების განმარტებით, აღნიშნულ წესებში გაწერილი მოთხოვნები წარმოადგენს ინვესტორთა უფლებების დაცვის მექანიზმს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს და, თავის მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

„ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის" წესი მიზნად ისახავს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ინვესტორთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც მათ ერთი მხრივ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მეორე მხრივ თავიანთი უფლებების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება.

პერიოდული ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახლებული წესი აზუსტებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების საანგარიშგებო მოთხოვნებს. გარდა ამისა, კომპანიის კაპიტალისა და ხმის მიცემის სტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ზუსტდება მოთხოვნები საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან დაკავშირებით. დამატებით, თანაბარი მოპყრობის პრინციპზე დაფუძნებით, იმისთვის, რომ ინვესტორებმა სრულყოფილად შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება, განიმარტება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ.

წესის ძალაში შესვლისთანავე გაუქმდება შემდეგი წესები:

  • „ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება;
  • „ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, 2010 წლის 22 თებერვლის N 21/01 ბრძანება;

„ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციის, აგრეთვე მათი თავიდან აცილების მექანიზმების" წესი

ფასიანი ქაღალდების სამართლიანი და ერთიანი ბაზარის და ინვესტორთა ნდობის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებობდეს მოწესრიგებული სამართლებრივი ჩარჩო ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის პრევენციის, აღმოჩენისა და დარღვევის პროპორციული სანქციების დაწესების შესახებ.

წესის ძალაში შესვლისთანავე გაუქმდება შემდეგი წესები:

„ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება;

„ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, 2010 წლის 22 თებერვლის N 21/01 ბრძანება;

„ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციის, აგრეთვე მათი თავიდან აცილების მექანიზმების" წესი

ფასიანი ქაღალდების სამართლიანი და ერთიანი ბაზარის და ინვესტორთა ნდობის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებობდეს მოწესრიგებული სამართლებრივი ჩარჩო ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის პრევენციის, აღმოჩენისა და დარღვევის პროპორციული სანქციების დაწესების შესახებ.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული წესი განმარტავს ინსაიდერულ ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციას, ის ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი მექანიზმების დანერგვას (როგორც ბაზრის შუამავლების ასევე შესაბამისი ემიტენტის მხრიდან), რათა თავიდან იქნეს აცილებული ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება, ინსაიდერულ ვაჭრობა ან ბაზრის მანიპულაცია.

„ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის" წესი

საჯარო შეთავაზებისთვის ემისიის პროსპექტის დამტკიცების პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით, განახლებული წესით ზუსტდება გარკვეული მოთხოვნები პროსპექტში ინფორმაციის გამჟღავნებისა და საჯარო შეთავაზების პროცესთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტული ტიპის შეთავაზებისთვის განისაზღვრება გამარტივებული მოთხოვნები.

შესაბამისი ცვლილებები ასევე განხორციელდება „საწარმოთა აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებაში (№226/04);

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული სამართლებრივი აქტის პროექტები განთავსდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აღნიშნული საშუალებას მისცემს ბაზრის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს.

შემოთავაზებული რეკომენდაციების მოწოდებისთვის განსაზღვრულია 1 თვის ვადა (2020 წლის 4 სექტემბრამდე). ხოლო აღნიშნული სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია ამა წლის 4 ოქტომბერი.

აღნიშნულ გვერდზე განთავსებულია სამართლებრივი აქტების მხოლოდ სამუშაო პროექტები, რომლებიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, ექვემდებარებიან როგორც პრინციპული, ისე შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.