მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

ეროვნული ბანკი ყოველკვარტალურად ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებას იწყებს. ანგარიშში აქტივებისა და ვალდებულებების ნაშთებია ასახული.

უწყების განმარტებით, ფინანსური ანგარიში ეკონომიკის სხვადასხვა ინსტიტუციური სექტორების, მათ შორის დანარჩენი მსოფლიოს, ფინანსური პოზიციისა და ფინანსური ნაკადების გადაადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს.

„ანგარიში ასახავს ფინანსური მაჩვენებლების დეტალიზაციას სხვადასხვა ჭრილში. ფინანსური ანგარიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ნაშთებზე, ასევე ნაკადებზე. ანგარიში აღწერს, თუ რომელი ინსტიტუციური სექტორის მიერ, რა მასშტაბით, რომელი სექტორისათვის და რა ფორმით გადანაწილდა ფინანსური რესურსი და რომელი ფინანსური შუამავალი იყო ჩართული ფინანსურ ციკლში.“ - აღნიშნულია ერუვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსური ანგარიშის ინტერაქტიული რეპორტი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში შემდეგ ბმულზე.