მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „საფინანსო სექტორის მიმოხილვისა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ანალიტიკური ცხრილებისა და დიაგრამების სახით. ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

სექტემბრის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „კვლევებისა და გამოცემების“ რუბრიკაში.

ანალიტიკური ანგარიშები: