მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად საქართველოს ეკომომიკა 2020 წელს 5%-ით შემცირდება

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ძირითადად ინფლაციას, ეკონომიკურ რეცესიასა და მათ გამომწვევ მიზეზებს ეხება.

ინფლაციის განაკვეთი მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2.2-ჯერ აჭარბებს და 6.5%-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე 2 ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორი მოქმედებს. კოვიდის გამო შემცირებული მოთხოვნა ფასებს ქვემოთ ექაჩება, ხოლო გაურკვევლობა ზემოთ. სები ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლთან მიახლოებას 2021 წლისთვის პროგნოზირებს.

სების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მშპ 5%-ით შემცირდება, 2021 წლიდან კი ზრდას დაიწყებს.
ანგარიში გლობალურ ეკონომიკსაც მოიცავს და მისი შემცირება 4.9%-ითაა ნავარაუდევი. ყველაზე დიდ 10%-იან დარტყმას ევროზონა მიიღებს, თუმცა რეცესია იქნება აშშ-ში, თურქეთსა და რუსეთშიც.