მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად, ღონისძიება გაიმართება

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტი - ანგარიშგების "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სების განმარტებით ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში გაეცნონ ემიტენტების ფინანსურ და არაფინანსური ინფორმაციას. ვინაიდან აღნიშნული ანგარიშგების სისტემა, სექტორებისა თუ საწარმოების მიხედვით სტანდარტიზირებულ მონაცემთა ბაზას წარმოადგენს, იგი სხვადასხვა მიმართულებით კვლევების, სტატისტიკური ანალიზის ან სხვა სახის შეფასებების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის სარგებლის დემონსტრირებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის, 2020 წლის 15 ივლისს ონლაინ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების მონაწილეები აუდიტორიას სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგებს გააცნობენ. კერძოდ, პრეზენტატორები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ჭრილში მნიშვნელოვანი ფინანსური და არაფინანსური მონაცემების გამოყენებაზე ისაუბრებენ.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, ბიზნეს ასოციაციების, კაპიტალისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დასასწრები ბმული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სოციალურ ქსელში განთავსდება.

დღის წესრიგის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.