მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის შენობა - Pia.ge

2021 წლის 23 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 83 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.950% პროცენტით, მაქსიმალური 8.065 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.020 პროცენტით განისაზღვრა.

ცნობისთვის, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.