მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად დატოვა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა.

აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. 2020 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 17% შეადგინა. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს.

გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში. მეორე მხრივ, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა და, ბოლო თვეების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 0%-5%-ის ფარგლებში იქნება.

ამ მოცემულობით, მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის, ან მიმდინარე წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების გაზრდის საჭიროება არ დადგება. სამომავლოდ კაპიტალის ბუფერების თავიდან დაგროვებისთვის კი საბანკო სექტორს მიეცემა საკმარისი დრო, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს.