მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა ფინტექ ინდუსტრიის განვითარების თემაზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა StrategEast - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა რომელიც ევრაზიის რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

სამიზნე აუდიტორიას კვლევითი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები და ფინტექ პოლიტიკის გამტარებლები წარმოადგენდნენ, როგორც ევრაზიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

დისკუსია შეეხებოდა COVID-19 პანდემიის ფონზე ფინტექ ინდუსტრიის მზარდ როლს და მისი სწრაფი განვითარების მხარდასაჭერად ევრაზიის ქვეყნებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციების ოფისისა და საზედამხედველო ლაბორატორიის შექმნის გამოცდილება და ფინანსური ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისათვის სამომავლო გეგმები გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე რომელსაც ფინტექ ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა იწვევს და ხაზი გაუსვა ინოვაციებსა და რისკებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას. ოთარ გორგოძის განცხადებით, აღნიშნული ბალანსის შენარჩუნება მხოლოდ საზედამხედველო მიდგომების მუდმივი განვითარებითაა შესაძლებელი.